Wednesday, August 4, 2010

პროექტის აღწერა
პროექტის სახელი:“ მეცენარე საჩუქარი ზეციდან თუ მიწიდან“
მოსწავლეთა ასაკი: 8-9 წლის
ვადა: 1 თვე
რატომ ავირჩიეთ „ მცენარე“ ?
თემის ასარჩევად მნიშვნელოვან წყაროს ბავშვების ინტერესის გათვალისწინება წარმოადგენს. ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე შესაბამისმა თემამ, კერძოდ „ როგორ სუნთქავენ ცოცხალი არსებები“? ბავშვების ინტერესის გაზრდა. გადავწყვიტეთ, უფრო საფუძვლიანად შეგვესწავლა მწვანე მცენარე, რადგანაც ის არის ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ფოტოსინთეზის საშუალებით მზის ენერგიას გარდაქმნის საკვებ ენერგიად. საკვების ყველა ჯაჭვი მცენარით იწყება და გადაინაცვლებს ცხოველებში, შემდეგ ადამიანში. როცა ცხოველი კვდება, საკვები ნივთიერებები ნიადაგს უბრუნდება. სწორედ ფოტოსინთეზის საშუალებით გამოყოფს მცენარის ფოთლები ჟანგბადს, რომლითაც სუნთქავს ყველა ცოცხალი არსება.
პროექტის მოკლე აღწერა:
თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ( პროექტის მონაწილეებმა) თბილისის ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა განყოფილებებში :
• აირჩიეს მცენარეები და გამოიკვლიეს მათი თავისებურებები;
• დაადგინეს სხვადასხვა მცენარის საერთო თვისებები;
• განიხილეს მათი გამოყენება პრაქტიკულ ცხოვრებაში და მნიშვნელობა ადამიანებისათვის;
• დათესეს და დარგეს მცენარეები, დააკვირდნენ მათ ზრდას და ჩაიწერეს დაკვირვების შედეგები;
• ისწავლეს ფოთლებისაგან გვირგვინების დამზადება;
• ნეხეს ჰერბარიუმების ალბომები, კატალოგები და თვითონაც შექმნეს მცენარეთა ჰერბარიუმები.

პროექტის სრული აღწერა:
მოსამზადებელი პერიოდი
მოსწავლეებმა ბოტანიკურ ბაღში გაგმზავრებამდე მოამზადეს კითხვები ინტერვიუსათვის, რომელიც შეეხებოდა მათ მიერ არჩეულ მცენარეს(ან თემას). მოიძიეს შესაბამისი ინფორმაცია კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით(ბოტანიკური ბაღის ისტორია; რომელი მცენარეებია ბოტანიკურ ბაღში; როგორ პირობებში ხარობს; რომელი ქვეყნიდანაა ჩამოტანილი და ა. შ) უფროსების დახმარებით.
მოხდა დაგროვილი ინფორმაციის კლასში მციერ ჯგუფებში გაზიარება-შეჯერება.

ბოტანიკურ ბაღში
მოსწავლეები გადანაწილდნენ სურვილის მიხედვით სხვადასხვა ჯგუფებში:
 ბოტანიკური ბაღის ისტორია
 ჰერბარიუმი
 იშვიათი მცენარეები
 კავკასიური ენდემური ჯიშები
 ორანჟერეა
 დეკორატიული მცენარეები
 მცენარეთა თესლების ბანკი
 მცენარეთა კონსერვაცია
 სანერეგე მეურნეობა

(აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტში მონაწილეობდა სამი პარალელური კლასი და ჯგუფებში მონაწილეები სხვადასხვა კლასელები იყვნენ)
თითოეულ თემასთან დაკავშირებით მოისმინეს ინფორმაცია ბოტანიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებისაგან (ლია ოსიშვილი, ნანა ყუბანეიშვილი, დავით სიხარულიძე, ლია გვენცაძე, ლამარა ასეიშვილი და ცირა ფანცულაია). მათი დახმარებით ისწავლეს ჰერბარიუმის დამზადება, მცენარეთა დათესვა და დარგვა. ასევე შეაგროვეს მათ მიერ შერჩეული ფოთლები და ისწავლეს გვირგვინების დამზადება, ჩაიწერეს ინტერვიუ მეცნიერ- თნამშრომლებთან. შეაგროვეს ინფორმაცია, მცენარეების გადაუღეს ფოტოები.

პროექტზე მიმდინარეობის დროს კლასში ჩატარებული აქტიბობები:
სახლში მოძიებული მასალის, აგრეთვე ბოტანიკურ ბაღში მოსმენილი და ჩაწერილი ინფორმაციის შეკრება-შეჯერება, დისკუსიები, თითოეულ თემაზე ალბომების შექმნა, აპლიკაცია, ხატვა, ყავავილების დათესვა, ჰერბარიუმების შექმნა, გვირგვინების დამზადება.

პროექტის შედეგები
ცოდნა
 შეისწავლეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ისტორია;
 გაეცნენ იქაურ ფლორას და სხვადასხვა მცენარეთა თავისებურებებს;
 გაეცნენ იშვიათ მცენარეთა თესლის შენახვის ტექნოლოგიებს;
 ისწავლეს ზოგიერთი მცენარის გამოყენება პრაქტიკულ ცხოვრებაში და მნიშვნელობა ადამიანთათვის;
 გაეცნენ მცენარეთა შესახებ ლეგენდებსა და თქმულებებს.

უნარი
 აღწერეს მცენარეები;
 აგრეთვე გადაუღეს ფოტოები;
 გააკეთეს მათი ჯგუფისათვის შესაბამისი თემის ჩანახატები, აპლიკაციები;
 შექმნეს ალბომები, გამოფინეს ნამუშევრები და გააკეთეს პრეზენტაციები.
დამოკიდებულებები
 ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეებს გაუჩნდათ ბუნებისადმი მეტი ინტერესი, სიყვარული;
 გადაწყვიტეს რომ ბუნებას გაფრთხილება სჭირდება და მათი წვლილიც ამაში აუცილებელია;
 საინტერესოა მუშაობა სხვა თანატოლებთან ერთად (პარალელურ კლასელებთან).
(აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტში მონაწილეობდა სამი პარალელური კლასი. ჯგუფებში კი მონაწილე მოსწავლეები სხვადასხვა კლასებიდან იყვნენ)
დასკვნა
მწვანე მცენარეს გაფრთხილება სჭირდება, რადგან ის საჩუქარია როგორც მიწიდან, ასევე ზეციდან“!!!

საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ-სასწავლო გეგმებთან კავშირი:
ქართული-შეძლოს ინტერვიუსთვის კითხვარის შექმნა და ჩაწერა, საკუთარი ჩანაწერების კორექტირება;
ბუნება-გაუჩნდეს ინტერესი სამყაროს კვლევის, აღმოჩენების და შეცნობის მიმართ;
ხელოვნება-დახატოს, გააკეტოს აპლიკაციები და ალბომები. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები-მოიპოვოს ინფომაცია უფროსების დახმარებით.

პროექტის ხელმძღვანელები : მაია ხაზიური, ნანa კემულარია და ელენე ფირცხალავა
2008- 2009 სასწავლო წელი

No comments:

Post a Comment